ახალგაზრდა ინჟინერთა კლუბი "TESLA"
+995 593 79 72 29
ძირითადი კურსები
ცოდნა ნებისმიერი ასაკისთვის
ჩვენი მეთოდოლოგების გუნდი მუდმივად მუშაობს ახალ კურსებზე და აუმჯობესებს არსებულ კურსებს, რათა ყველა ახალგაზრდა ინჟინერმა მიიღოს ყველაზე აქტუალური მასალა, მისი ასაკის მახასიათებლების გათვალისწინებით.
ახალგაზრდა ინჟინრები რომლებიც „Robotics JUNIOR“ კურს გადიან სწავლობენ ელექტრონიკას, მექანიკას და პროგრამირებას. მათთვის ნაადრევია შედუღება, გაბურღვა და 3D პრინტერთან მუშაობა, - ისინი ამას გააკეთებენ შემდეგ კურსებზე, როცა ცოტათი გაიზრდებიან. აგრამ მათ ასაკში უნდა დაიწყონ განვითარება რობოტიკის სამივე ნაწილში. ამაში ჩვენ დაგვეხმარება:
  • ელექტრონიკის მხრივ - სპეციალური ნაკრები „ზნატოკი“.
  • მექანიკის მხრივ - სპეციალური ლითონის ნაკრები
  • პროგრამირების მხრივ - გაკვეთილების ნაკრები Scratch-ის გამოყენებით.

ამის შემდეგ ბიჭები დაიწყებენ Micro:bit დაფის პროგრამირებას და მის საფუძველზე შექმნიან თავიანთ პირველ OTTO რობოტს.
  • კურსი გათვლილია 13 თვეზე.
ამ ასაკში ბავშვებს უკვე შეუძლიათ შედუღება, გაბურღვა და 3D პრინტერთან მუშაობა, ვიზუალური და მაღალი დონის პროგრამირების ენებზე დაპროგრამება და ელექტრონიკის გაგება.
კურსი გრძელდება 18 თვე. ყოველ გაკვეთილზე ახალგაზრდა ინჟინერი იღებს შედეგს: მცირე გამარჯვებას, რომელიც მას სტიმულს აძლევს არ დანებდეს.
ამაში ჩვენ დაგვეხმარება:
  • ელექტრონიკის მხრივ - სპეციალური ნაკრები "Tesla.Quantum"
  • მექანიკის მხრივ - სპეციალური ნაკრები "Tesla.Bit"
  • პროგრამირების მხრივ - Tesla.Byte"
ამ ასაკში, ახალგაზრდა ინჟინრები, რომლებიც გადიან კურს "SENIOR Robotics"-ს, არიან საკმარისად გამოცდილი, რათა მე-4 გაკვეთილიდან დაიწყონ პროგრამირების სწავლა Wiring გარემოში (C++-ის მსგავსი ენა).
კურსი გრძელდება 10 თვე. ყოველ გაკვეთილზე ახალგაზრდა ინჟინერი იღებს შედეგს: მცირე გამარჯვებას, რომელიც მას სტიმულს აძლევს არ დანებდეს..
ამაში ჩვენ დაგვეხმარება:
  • ელექტრონიკის და პროგრამირების მხრივ - სპეციალური ნაკრები "Tesla.Kilobit"
  • მექანიკის მხრივ - სპეციალური ნაკრები "Tesla Megabyte"
ჩვენს უჩვეულო მასტერკლასებზე ახალგაზრდა ინჟინრები მიიღებენ ინსტრუმენტებთან მუშაობის რეალურ გამოცდილებას და აწყობენ საკუთარ პერსონალურ ფუნქციურ მოწყობილობას.
მოწყობილობის შეკრების დაწყებამდე ბიჭები შეისწავლიან უსაფრთხოების ზომებს სარჩივალთან მუშაობისას.

მასტერკლასები გათვლილია მინიმუმ 1 გაკვეთილზე, 120 წუთის განმავლობაში.