ახალგაზრდა ინჟინერთა კლუბი "TESLA"
+995 593 79 72 29
რატომ ვართ რობოტიკის კლუბი, და არა რობოტიკის კლასი?

რადგან, როგორც ნებისმიერ კლუბს, ჩვენც გვაქვს ჩვენი მრავალწლიანი ტრადიციები!

ერთობლივი ექსკურსიები სპეციალიზებულ გამოფენებსა და კონკურსებზე
ახალგაზრდა ინჟინერთა კლუბი "TESLA"-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრადიცია ექსკურსიებია.
ჩვენ ვცდილობთ არ გამოვტოვოთ მნიშვნელოვანი მოვლენებები, რომლებიც ხდება ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და რობოტიკის სამყაროში. „Robofest“, „MakerFair“, „Geek Picnic“ - ფესტივალები, რომლებსაც აუცილებლად ვესწრებით ახალგაზრდა ინჟინრებთან ერთად.
ჩვენი კლუბის ტრადიციის მიხედვით, ასეთი ექსკურსიები წინასწარ არის დაგეგმილი და მოგზაურობა ერთობლივად ხორციელდება. ეს რას ნიშნავს?
  • თითოეული ფილიალი აერთიანებს ახალგაზრდა ინჟინრებს და მათ მშობლებს, რომლებსაც სურთ წასვლა.
  • თითოეულ ფილიალისტვის შეკვეთილია ავტობუსი.
  • დანიშნულ საათზე ახალგაზრდა ინჟინრები ყველა ფილიალიდან ერთმანეთს ხვდება და ერთად მიდიან ექსკურსიაზე.
მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა ინჟინრები ერთად დადიან ასეთ ღონისძიებებზე. ისინი უკეთ ეცნობიან ერთმანეთს და მეგობრობენ. და, რა თქმა უნდა, ისინი გულშემატკივრობენ კლუბის თანამებრძოლეებს, რომლებიც მონაწილეობენ კონკრეტული ფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ შეჯიბრებებში.
წარმოიდგინეთ, როგორი სიძლიერეა: როდესაც 100-ზე მეტი ადამიანი, რომლებსაც ბრენდირებული მაისურები აცვიათ, კონკურსის მონაწილის სახელს სკანდირებენ! ასეთი მხარდაჭერით, უბრალოდ შეუძლებელია წაგება.


ჩაის წვეულებები
რობოტიკის და პროგრამირების სწავლა 120 წუთის განმავლობაში შესვენების გარეშე, რთულია. ახალგაზრდა ინჟინრებს აუცილებლად სჭირდებათ შესვენება, რობოტიკის ლაბორატორიას კი განიავება სჭირდება.

ამასობაში სანამ ლაბორატორია ივსება ჟანგბადით , მენტორები და ახალგაზრდა ინჟინრები სამზარეულოში მიდიან და სვამენ ჩაის ორცხობილებთან ერთად. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ორცხობილების და ფუნთუშების გამძღრომა. შესვენების დროს მენტორი ჰყვება სიახლეებს რობოტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, თანამედროვე ინჟინერიის და ა.შ. და ის აუცილებლად განიხილავს ამ ამბებს ბიჭებთან
.
ასეთი დისკუსიების შედეგები შეიძლება იყოს ყველაზე მოულოდნელი:
ახალგაზრდა ინჟინრები ირჩევენ თავიანთ მომავალ პროექტს;
ბავშვები ირჩევენ მომავალ პროფესიას, აქცენტს აკეთებენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმდინარე ტენდენციებზე. მათ არ სურთ იყვნენ მძღოლები: უპილოტო მანქნები უკვე რეალობად იქცა და თანდათან ანაცვლებს ადამიანით მმართვად მანქნებს;
ახალგაზრდა ინჟინრები გრძნობენ ჩართულობას მაღალი ტექნოლოგიების სამყაროში და აქტიურად უზიარებენ ამას მშობლებს.

ასევე ხდება, რომ ახალი ამბების განხილვის შემდეგ ბავშვები იწყებენ დამატებითი ინფორმაციის მოძიებას მათთვის საინტერესო თემაზე. შედეგი არის თვითგანათლება, სასარგებლო ინფორმაციის ძიება და მისი ანალიზი.