ახალგაზრდა ინჟინერთა კლუბი "TESLA"
+995 593 79 72 29
2014 წლიდან ჩვენ ვავითარებთ ბავშვებში საინჟინრო აზროვნებას,
და ვაძლევთ მათ პროფესიულ ორიენტირებას.

ჩვენთან თქვენი შვილი შეისწავლის შედუღებას, ბურღვას, კონსტრუირებას და დაპროგრამებას. მას თვითონ მოუნდება ამის გაკეთება. და აი, როგორ მივაღწევთ ამას:

  • ჩვენ ვასწავლით პროგრამირებას

    კომპიუტერული თამაშების ნაცვლად, ჩვენ ვასწავლით როგორ მუშაობს კომპიუტერი. მონიტორზე სურათის მართვის ნაცვლად, ჩვენ ვასწავლით საკუთარი უნიკალური რობოტის შექმნას და მის დაპროგრამებას.
  • ჩვენ ვართ - კლუბი

    ახალგაზრდა ინჟინერთა კლუბი "TESLA" - არია ერთნაირად მოაზროვნე ადამიანების კლუბი, ნეტვორკინგით და ჩაიზე შესვენებებით. ჩვენ ვქმნით უნიკალურ სამუშაო ატმოსფეროს - სრულ ჩაძირვას სამუშაოში. ასევე ჩვენ კლუბს გააჩნია მრავალწლიანი ტრადიციები.
  • ჩვენ გვაქვს ნამდვილი სახელოსნო
    ჩვენს მუშაობაში ვიყენებთ რეალურ ინსტრუმენტებს, 3D პრინტერებს და საზომ ინსტრუმენტებს. თითოეულ კლუბს აქვს რობოტიკის ლაბორატორია.
  • ერთი გაკვეთილი = ერთი გამარჯვება
    ჩვენი მუშაობა ისეა სტრუქტურირებული, რომ ჩვენი კოლეგები ყოველდღიურად აღწევენ შედეგს თავისი გონებით.
ახლის სწავლა ყველაზე ძლიერი გზაა სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად.


ახალგაზრდა ინჟინერთა კლუბი " TESLA" -ს მისია:
მივცეთ ბავშვებს ცოდნა და განუვითაროთ მათ ტექნიკური უნარები, რათა გაიზარდოს ინჟინრების ახალი თაობა.


ჩვენი ღირებულებები:
ყოველთვის გრძელვადიანი ურთიერთობები, რომლებიც აგებულია გულწრელობაზე, ურთიერთპატივისცემაზე და მიმართულია კონკრეტულ შედეგებზე.


ახალგაზრდა ინჟინერთა კლუბი "TESLA"-ს უპირატესობები
  • მასწავლებლები
    • ჩვენ გვყავს ზრდასრული, გამოცდილი მასწავლებლები. თითოეული ჩვენგანი არის პრაქტიკოსი ინჟინერი, რომელიც ქმნის რთულ მოწყობილობებსა და მექანიზმებს.
    • ყველა მასწავლებელი გადის სწავლას „მასწავლებელთა სკოლაში“ და ყველამ უნდა ჩააბაროს გამოცდები. ეს არ არის ფორმალობა, არამედ მკაცრი პროცედურა.
    • სასწავლო წელიწადში ერთხელ ყველა მასწავლებელი გადის ცოდნისა და უნარების სერტიფიცირებას - ჩვენთვის მიუღებელია ერთ ადგილზე დგომა
    • გაკვეთილის მსვლელობისას მასწავლებელი არ ზის, არამედ რიგრიგობით მიდის ყველა ახალგაზრდა ინჟინერთან და თითოეულს აქცევს ყურადღებას.
  • კლუბის ტრადიციები
    • ყოველ გაკვეთილზე არის შესვენება ტრადიციული ჩაის წვეულებით, სადაც ახალგაზრდა ინჟინრები არა მხოლოდ სვამენ ჩაის ორცხობილებთან ერთად, არამედ განიხილავენ სიახლეებს IT, რობოტიკისა და მაღალი ტექნოლოგიების სამყაროდან. მასწავლებელი არა მარტო ყვება სიახლეებს, არამედ იწვევს ბავშვებს დისკუსიაზე.
    • ასევე ჩვენთან ტარდება ერთობლივი ექსკურსიები სპეციალიზებულ საწარმოებსა და რობოტიკის ფესტივალებზე.
  • ოპტიმალური გაკვეთილის ფორმატი
    • ჯგუფში არაუმეტეს 8 ახალგაზრდა ინჟინრისა.
    • გაკვეთილი გრძელდება 120 წუთი და არა 90.
    • ჩვენ გვაქვს სრულად აღჭურვილი რობოტების ლაბორატორიები, აღჭურვილია ყველა საჭირო ნივთით: ყველა ახალგაზრდა ინჟინერი მუშაობს საკუთარ ლეპტოპზე; შედუღების ადგილები აღჭურვილია სპეციალური გამწოვებით, 3D პრინტერებით, სპეციალური ინსტრუმენტებით მასალების დასამუშავებლად: ლითონის, პლასტმასის და ხის; ხელის ხელსაწყოების სრული ნაკრები.
  • ჩვენ ვზრუნავთ მშობლებზე
    • თვეში ერთხელ მაინც, თითოეული მშობელი იღებს ფოტო ან ვიდეოს ახალგაზრდა ინჟინრის გაკვეთილიდან.
    • ჩვენ მხარს ვუჭერთ მრავალშვილიან ოჯახებს: მათ ეძლევათ ფასდაკლება კლუბში სტუმრობისას.
    • გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში, მათი აღდგენა შესაძლებელია სრულიად უფასოდ არყოფნის დღიდან ორი კვირის განმავლობაში.
    • ყველა ახალგაზრდა ინჟინერს აქვს პირადი კაბინები, სადაც შესაძლებელია ვიზიტების ნახვა, მასწავლებლისგან ინფორმაციის მიღება და გაკვეთილების საფასურის გადახდა.
    • ახალგაზრდა ინჟინრების მიერ შექმნილი პროექტები შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საპროექტო დავალებები სკოლაში. მშობლებს არაფრის გაკეთება არ სჭირდებათ შვილებისთვის - ბავშვებს შეუძლიათ დეტალურად ისაუბრონ თავიანთ პროექტზე, დეტალურად აღწერონ აწყობის და კონფიგურაციის პროცესი - ზუსტად ეს, ფასდება სკოლაში პროექტების შეფასებისას.
  • მდიდარი სასწავლო პროგრამა
    • ახალგაზრდა ინჟინრები თავისი ასაკის მიხედვით სწავლობენ რობოტიკის ყველა კომპონენტს: ელექტრონიკას, მექანიკას და პროგრამირებას. თითოეული გაკვეთილი არის მაქსიმალურად ინფორმატიული და სავსე პრაქტიკით.
    • არდადეგების დროს ვატარებთ ზამთრის და ზაფხულის ინტენსიურ პროგრამებს, რომლებიც აერთიანებს რობოტიკის გაკვეთილებს, ფიზიკურ აქტივობას და სხვადასხვა მასტერკლასებს.
    • საბაზისო კურსის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა ინჟინერს შეუძლია სარჩივალთან მუშაობა, მუშაობა ნამდვილ ინსტრუმენტებთან, მანქანებთან, 3D პრინტერებთან მუშაობა და ასევე საზომი ხელსაწყოების პრაქტიკაში გამოყენება.
    • სასწავლო წლის განმავლობაში ვატარებთ სპეციალურ მასტერკლასებს. ჩვენ ვაწყობთ არასტანდარტულ მოწყობილობებს, სასაჩუქროდ კონკრეტული დღესასწაულისთვის.. მაგალითად, იდუმალი ბარათი 8 მარტისთვის ან ნაძვის ხის სათამაშო "მომღერალი სანტა კლაუსი".
  • განსაკუთრებული სარგებელი გაკვეთილებიდან
    • ჩვენი ახალგაზრდა ინჟინრები მონაწილეობენ კონკურსებში, და იღებენ ჯილდოებს.
    • ჩვენს კლუბში ბავშვები იღებენ რეალურ კარიერულ ხელმძღვანელობას: ისინი სწავლობენ ელექტრონიკოსის, სქემის კონსტრუქტორის, პროგრამისტის, 3D დიზაინერის და რობოტიკის ინჟინრის ხელობას.

 ჩვენი გუნდი

ჩვენ ვმუშაობთ 2014 წლიდან, ამიტომ გვაქვს დიდი გამოცდილება რობოტიკაში, პროგრამირებაში და ბავშვებისთვის საინჟინრო უნარების განვითარებაში.

  •  სტანისლავ დმიტრიევი
    ფილიალის ხელმძღვანელი

    უმაღლესი განათლება მიიღო MGAPI-ში „კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების“ სპეციალობით, რაზეც უნივერსიტეტის შემდეგ რამდენიმე წელი მუშაობდა. მოგვიანებით ის გადავიდა ავიაციასა და მედიცინაში, მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა გაეროში სამოქალაქო სპეციალისტად აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც ასევე დაიწყო ძირითადი დისციპლინების სწავლება ადგილობრივი სტუდენტებისთვის.
    სტანისლავის კონცეფციაა - სამყარო უკეთეს ადგილად აქციოს საკუთარი თავის და სხვების შეცვლით, რაც შესანიშნავად ჩანს მის მუშაობაში "ტესლა" კლუბში. ის ცდილობს ახალგაზრდა მსმენელს ჩაუნერგოს არა მხოლოდ უნარ-ჩვევები და ცოდნა ამ საკითხში, არამედ ინტერესი, თუ როგორ მუშაობს სამყარო.

  • სერგეი ისაევი

    დამფუძნებელი
    მე ვარ ახალგაზრდა ინჟინერთა კლუბი "TESLA"  დამფუძნებელი და უფროსი მენტორი. მაქვს 2 უმაღლესი განათლება, ვარ ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. ახალგაზრდა ინჟინრებთან მუშაობის გარდა, ვაუმჯობესებ ჩემი კოლეგების კვალიფიკაციას. მყავს 4 შვილი.

  • ქრისტინა ჭითავა

    მომხმარებელზე ზრუნვა
    მე დავამთავრე SFEDU-ს იურიდიული ფაკულტეტი. მაქვს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება. ჩემი განსაკუთრებული სიძლიერეა დიპლომატია და კომუნიკაციის სწორი სტილის დახვეწილი არჩევის უნარი, რაც საშუალებას მაძლევს დავამყარო კონტაქტი როგორც დამწყებ ინჟინრებთან, ასევე მათ მშობლებთან, ურთიერთგაგებისა და ნდობის ატმოსფეროს შექმნით.

  • დავით სოლოღაშვილი

    მენტორი
    მე ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, ვსწავლობ ელექტრონულ ინჟინერიას. ასევე მაქვს დამთავრებული რობოტიკის ორი პროგრამა, რომლებსაც ხუთი წლის განმავლობაში ვესწრებოდი. მოსწავლეებს მინდა ჩემი ცოდნა გავუზიარო, რომ საქართველოს ჰყავდეს განათლებული და მიზანდასახული თაობა.

  • პეტრ დობროხოტოვი

    მენტორი
    მაქვს ინჟინრის ხარისხი ეროვნული კვლევითი ბირთვული უნივერსიტეტის MEPhI-დან და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. მე ვმუშაობდი მასალებზე ბირთვული რეაქტორებისთვის და ჩავატარე სამეცნიერო კვლევები. რობოტიკა ჩემი გატაცებაა, რომელიც მინდა გავუზიარო ახალგაზრდებს.