„Robotics MIDDLE“ პროგრამის კურსი

კურსი განკუთვნილია 8-10 წლის ბავშვებისთვის.
რობოტიკაში სამი დიდი ნაწილია:
  • ელექტრონიკა
  • მექანიკა
  • პროგრამირება
ბავშვებისთვის, რომლებიც იღებენ კურსს „Robotics MIDDLE“, სამივე ეს ნაწილი განიხილება იმ მოცულობით, რომელიც შეესაბამება მათ ასაკს და საშუალებას აძლევს მათ მოემზადონ შემდეგი კურსისთვის „Robotics PROJECT“. ამ ასაკში ბავშვებს უკვე შეუძლიათ შედუღება, გაბურღვა და 3D პრინტერთან მუშაობა, ვიზუალური და მაღალი დონის პროგრამირების ენებზე დაპროგრამება და ელექტრონიკის გაგება.

კურსი გრძელდება 18 თვე. ყოველ გაკვეთილზე ახალგაზრდა ინჟინერი იღებს შედეგს: მცირე გამარჯვებას, რომელიც მას სტიმულს აძლევს არ დანებდეს.
კურსის განმავლობაში თქვენ უნდა შეიძინოთ შემდეგი კომპლექტები:
  • "Tesla.Quantum"
  • "Tesla.Bit"
  • Tesla.Byte"
ამ სპეციალური ნაკრებების შეძენა შესაძლებელია ჩვენს კლუბში მხოლოდ კურსის ფარგლებში. ეს კომპლექტები არ იყიდება კურსისგან დამოუკიდებლად.

რას შეისწავლიან ახალგაზრდა ინჟინრები?