ახალგაზრდა ინჟინერთა კლუბი "TESLA"
თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.N 49
ახალგაზრდა ინჟინერთა კლუბი "TESLA" ვიდეო ტური, თბილისი

ის იყო ნომინირებული ოსკარის, ორი გრემის ჯილდოსა და მერკურის პრიზზე

ჩვენს კლუბში ასწავლიან რობოტიკას, პროგრამირებას, 3D მოდელირებას და ბევრ სხვა საინჟინრო სფეროს.
ახალგაზრდა ინჟინერთა კლუბი "TESLA" , მდებარეობს საქართველოს დედაქალაქ თბილისში, ის არის სრულად აღჭურვილი რობოტიკის ლაბორატორია, რომელშიც ყველა ახალგაზრდა ინჟინერს შეუძლია ჩაიძიროს კრეატიულობაში, შეისწავლოს რობოტიკა და შექმნას საკუთარი ნამდვილი რობოტები. კლუბი მდებარეობს ქალაქის ცენტრში, და აქვს მოსახერხებელი მდებარეობა ახალგაზრდა ინჟინრებისთვის და მათი მშობლებისთვის.
ჩვენი კურსები
ახალგაზრდა ინჟინრებისთვის გვაქვს 3 კურსი 3 ასაკობრივი ჯგუფისთვის: 6-დან 7 წლამდე, 8-დან 10 წლამდე და 11 წლიდან და ზემოთ. მათ ყველას ერთი რამ აქვს საერთო: ახალგარზდა ინჟინრები სწავლობენ რობოტიკის სამივე კომპონენტს - ელექტრონიკას, მექანიკას და პროგრამირებას.
ახალგაზრდა ინჟინრები რომლებიც „Robotics JUNIOR“ კურს გადიან სწავლობენ ელექტრონიკას, მექანიკას და პროგრამირებას. მათთვის ნაადრევია შედუღება, გაბურღვა და 3D პრინტერთან მუშაობა, - ისინი ამას გააკეთებენ შემდეგ კურსებზე, როცა ცოტათი გაიზრდებიან. აგრამ მათ ასაკში უნდა დაიწყონ განვითარება რობოტიკის სამივე ნაწილში. ამაში ჩვენ დაგვეხმარება:
  • ელექტრონიკის მხრივ - სპეციალური ნაკრები „ზნატოკი“.
  • მექანიკის მხრივ - სპეციალური ლითონის ნაკრები
  • პროგრამირების მხრივ - გაკვეთილების ნაკრები Scratch-ის გამოყენებით.

ამის შემდეგ ბიჭები დაიწყებენ Micro:bit დაფის პროგრამირებას და მის საფუძველზე შექმნიან თავიანთ პირველ OTTO რობოტს.
კურსი გათვლილია 13 თვეზე.
ამ ასაკში ბავშვებს უკვე შეუძლიათ შედუღება, გაბურღვა და 3D პრინტერთან მუშაობა, ვიზუალური და მაღალი დონის პროგრამირების ენებზე დაპროგრამება და ელექტრონიკის გაგება.
კურსი გრძელდება 18 თვე. ყოველ გაკვეთილზე ახალგაზრდა ინჟინერი იღებს შედეგს: მცირე გამარჯვებას, რომელიც მას სტიმულს აძლევს არ დანებდეს.
ამაში ჩვენ დაგვეხმარება:
  • ელექტრონიკის მხრივ - სპეციალური ნაკრები "Tesla.Quantum"
  • მექანიკის მხრივ - სპეციალური ნაკრები "Tesla.Bit"
  • პროგრამირების მხრივ - Tesla.Byte"


ამ ასაკში, ახალგაზრდა ინჟინრები, რომლებიც გადიან კურს "SENIOR Robotics"-ს, არიან საკმარისად გამოცდილი, რათა მე-4 გაკვეთილიდან დაიწყონ პროგრამირების სწავლა Wiring გარემოში (C++-ის მსგავსი ენა).
კურსი გრძელდება 10 თვე. ყოველ გაკვეთილზე ახალგაზრდა ინჟინერი იღებს შედეგს: მცირე გამარჯვებას, რომელიც მას სტიმულს აძლევს არ დანებდეს..
ამაში ჩვენ დაგვეხმარება:
  • ელექტრონიკის და პროგრამირების მხრივ - სპეციალური ნაკრები "Tesla.Kilobit"
  • მექანიკის მხრივ - სპეციალური ნაკრები "Tesla Megabyte"
ჩვენს უჩვეულო მასტერკლასებზე ახალგაზრდა ინჟინრები მიიღებენ ინსტრუმენტებთან მუშაობის რეალურ გამოცდილებას და აწყობენ საკუთარ პერსონალურ ფუნქციურ მოწყობილობას.
მოწყობილობის შეკრების დაწყებამდე ბიჭები შეისწავლიან უსაფრთხოების ზომებს სარჩივალთან მუშაობისას.

მასტერკლასები გათვლილია მინიმუმ 1 გაკვეთილზე, 120 წუთის განმავლობაში.
ღირებულება
8 გაკვეთილი
290 ₾
  • 8 გაკვეთილი (გაკვეთილის ხანგრძლივობა 120 წუთია)
  • ინდივიდუალური მიდგომა
  • ჯგუფში არაუმეტეს 8 მოსწავლისა
  • შესვენება ჩაით და ორცხობილებით
  • გამოტოვებული გაკვეთილების უფასოდ აღდგენის შესაძლებლობა
4 გაკვეთილი
150 ₾
  • 4 გაკვეთილი (გაკვეთილის ხანგრძლივობა 120 წუთია).
  • ინდივიდუალური მიდგომა.
  • ჯგუფში არაუმეტეს 8 მოსწავლისა
  • შესვენება ჩაით და ორცხობილებით
  • გამოტოვებული გაკვეთილების უფასოდ აღდგენის შესაძლებლობა
ინდივიდუალური გაკვეთილი
80 ₾
  • 1 გაკვეთილი (გაკვეთილის ხანგრძლივობა 60 წუთია).
  • ინდივიდუალუტი გაკვეთილი პირადათ მასწავლებელთან
  • შესვენება ჩაით და ორცხობილებით

 გაკვეთილების განრიგი

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ არა ერთი, არამედ რამდენიმე ჯგუფი, რომელიც იქნება თქვენთვის მოსახერხებელი. როგორც კი ჯგუფში იქნება 5 ახალგაზრდა ინჟინერი, დაგირეკავთ და დაგპატიჯებთ გაკვეთილზე.

ჯგუფში მაკსიმალურად 8 ახალგაზრდა ინჟინერი სწავლობს, ეს ჩვენი წესია.

GE001 JUNIOR
ეს ჯგუფი განკუთვნილია 6-7 წლის ბავშვებისთვის.

ხუთშაბათი 15-00-დან 17-00 საათამდე
შაბათი 15-00-დან 17-00 საათამდე

GE003 SENIOR
ეს ჯგუფი განკუთვნილია 11 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

შაბათი 19-00-დან 21-00 საათამდე

GE006 ENG SENIOR
ეს ჯგუფი განკუთვნილია 11 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.

კვირა 15-00-დან 17-00 საათამდე

 ჩვენი გუნდი

ჩვენ ვმუშაობთ 2014 წლიდან, ამიტომ გვაქვს დიდი გამოცდილება რობოტიკაში, პროგრამირებაში და ბავშვებისთვის საინჟინრო უნარების განვითარებაში.

  •  სტანისლავ დმიტრიევი
    ფილიალის ხელმძღვანელი

    უმაღლესი განათლება მიიღო MGAPI-ში „კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების“ სპეციალობით, რაზეც უნივერსიტეტის შემდეგ რამდენიმე წელი მუშაობდა. მოგვიანებით ის გადავიდა ავიაციასა და მედიცინაში, მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა გაეროში სამოქალაქო სპეციალისტად აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც ასევე დაიწყო ძირითადი დისციპლინების სწავლება ადგილობრივი სტუდენტებისთვის.
    სტანისლავის კონცეფციაა - სამყარო უკეთეს ადგილად აქციოს საკუთარი თავის და სხვების შეცვლით, რაც შესანიშნავად ჩანს მის მუშაობაში "ტესლა" კლუბში. ის ცდილობს ახალგაზრდა მსმენელს ჩაუნერგოს არა მხოლოდ უნარ-ჩვევები და ცოდნა ამ საკითხში, არამედ ინტერესი, თუ როგორ მუშაობს სამყარო.

  • სერგეი ისაევი

    დამფუძნებელი
    მე ვარ ახალგაზრდა ინჟინერთა კლუბი "TESLA"  დამფუძნებელი და უფროსი მენტორი. მაქვს 2 უმაღლესი განათლება, ვარ ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. ახალგაზრდა ინჟინრებთან მუშაობის გარდა, ვაუმჯობესებ ჩემი კოლეგების კვალიფიკაციას. მყავს 4 შვილი.

  • ქრისტინა ჭითავა

    მომხმარებელზე ზრუნვა
    მე დავამთავრე SFEDU-ს იურიდიული ფაკულტეტი. მაქვს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება. ჩემი განსაკუთრებული სიძლიერეა დიპლომატია და კომუნიკაციის სწორი სტილის დახვეწილი არჩევის უნარი, რაც საშუალებას მაძლევს დავამყარო კონტაქტი როგორც დამწყებ ინჟინრებთან, ასევე მათ მშობლებთან, ურთიერთგაგებისა და ნდობის ატმოსფეროს შექმნით.

  • დავით სოლოღაშვილი

    მენტორი
    მე ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, ვსწავლობ ელექტრონულ ინჟინერიას. ასევე მაქვს დამთავრებული რობოტიკის ორი პროგრამა, რომლებსაც ხუთი წლის განმავლობაში ვესწრებოდი. მოსწავლეებს მინდა ჩემი ცოდნა გავუზიარო, რომ საქართველოს ჰყავდეს განათლებული და მიზანდასახული თაობა.

  • პეტრ დობროხოტოვი

    მენტორი
    მაქვს ინჟინრის ხარისხი ეროვნული კვლევითი ბირთვული უნივერსიტეტის MEPhI-დან და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. მე ვმუშაობდი მასალებზე ბირთვული რეაქტორებისთვის და ჩავატარე სამეცნიერო კვლევები. რობოტიკა ჩემი გატაცებაა, რომელიც მინდა გავუზიარო ახალგაზრდებს.